ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: თუ ვინმეს აქვს ქართულ პოლიტიკაში ენა ამოსაჭრელი, ეს თავად ვაშაძეა და მისი ორი სანჩო პანსა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 13 დეკემბერი 2023, 14:52

მართლა რა უნდა გააკეთო, როდესაც ასეთი მავნებლები, თან უჭკუო მავნებლები გყავს პოლიტიკაში?! - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც მან "ქართული ოცნების" ლიდერების მისამართით გააკეთა.

ანჯაფარიძის თქმით, ვაშაძის განცხადება - "ვის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს “ქართული ოცნება”? ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია" - იმის ნათელი მაგალითია, თუ ვის არ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა მომავალ არჩევნებზე.

"აი მართლა რა უნდა გააკეთო, როდესაც ასეთი მავნებლები თან უჭკუო მავნებლები გყავს პოლიტიკაში?! თუ ვინმეს აქვს ქართულ პოლიტიკაში ენა ამოსაჭრელი, ეს თავად ვაშაძეა და მისი ორი სანჩო-პანსა. თვალსაჩინო მაგალითი, ვის არ უნდა მისცე ხმა არჩევნებზე!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი