ზურაბ ქადაგიძე: 2024 წელს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, თავისი მედიებითა და ანტისამთავრობო ორგანიზაციებით პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 12 დეკემბერი 2023, 19:51

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაცურ” თავხედობას არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.

ქადაგიძე წერს, რომ 2024 წლის არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ქართულ რეალობაში და ამ არჩევნებზე ქართველი ხალხის რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს.

„2024 წლის არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქართულ რეალობაში. ერთ მხარეს იქნება ქვეყნის პერსპექტივა, სტაბილური განვითარება, პოლიტიკური რეალიზმი და დემოკრატია, ხოლო მეორე მხარეს - “ფეიკ-მედია”, “აგენტოკრატია”, თაღლითობა და პოლიტიკანობა, ლიბერალური-ფაშიზმი… არჩევანის გაკეთება უმარტივესი და აუცილებელი იქნება, რადგან სრულიად გაიხვეტოს ქართული რეალობიდან პოლიტიკური ექსტრემიზმი, NGO-პარაზიტიზმი, მიშიზმი და ამდაგვარი სიმახინჯეები! ასე რომ, ქართველი ხალხი 2024 წელს რადიკალურ ოპოზიციას, თავისი მედიებითა და ანტისამთავრობო ორგანიზაციებით პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს!”, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი