დავით ქართველიშვილი სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადებაზე: ასეთი "ანტიდასავლური" რიტორიკა მე კელი დეგნანის საქართველოდან გამგზავრების დღიდან არ მსმენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 12 დეკემბერი 2023, 13:01
ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით "სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან. ძირს "რუსი სენატორები!" - ალბათ იწერება ბანერები. არა "რუსულ კონგრესს!" - ალბათ სწავლობენ საპროტესტო "შვისტოკებზე" აღშფოთებულ შეშფოთების ნოტებზე აწყობილ მელოდიის დაკვრას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ ზელენსკისთვის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით კიდევ ერთი დახმარების გაცემის მცდელობა წარმატებით არ უნდა დასრულდეს. ქართველიშვილის თქმით, ნიკა მელიას ფლანგი სენატორ დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს "Kiss my *ss!" - დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევს. „ასეთი "ანტიდასავლური" რიტორიკა მე კელი დეგნანის საქართველოდან გამგზავრების დღიდან არ მსმენია. მსგავსი "აგრესიული" დემოკრატიის "უკუსვლა" ლამის მონატრებული გვქონდა "ხალხის ძალას" - და აი ისიც. "რუსეთუმებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!" - ისმის ატმოსფეროში ნეო-ინტერნაციონალის თანამედროვე მეხოტბეთა პერაფრაზირებული სტრიქონები. ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით "სლავაუკრაინელელების" საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან. ძირს "რუსი სენატორები!" - ალბათ იწერება ბანერები. არა "რუსულ კონგრესს!" - ალბათ სწავლობენ საპროტესტო "შვისტოკებზე" აღშფოთებულ შეშფოთების ნოტებზე აწყობილ მელოდიის დაკვრას. "მორწმუნე ნაცების" რიგებში მოახლოებული არმაგედონის გამო იკითხება სულ უფრო გამძაფრებული შეგრძნება. "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოში მიღებულია გადაწყვეტილება - პარტიის დაშლა "მეორე ჟამის" დაწყების ერთ-ერთ ნიშნად ჩაითვალოს. მელიას ფლანგზე კი, სენატორ დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს "Kiss my *ss!" - დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევენ. საყოველთაო სიგიჟე თავის ლოგიკურ აღსასრულს უახლოვდებოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი