დავით ქართველიშვილი: "აფრიკულ ტომებთან" შეხვედრებში ალბათ ორბელიანის სასახლეში იმ "ღანდევუთა" კვირეული იგულისხმება, სადაც პღეზიდანი, არგენტინაში გამგზავრების მაგივრად, გვარამიას "ნეანდერტალელთა" თანაპარტიელებით დაწყებული, ბოშათა ბანაკებს მასპინძლობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
240 11 დეკემბერი 2023, 11:45
სააკაშვილის რეჟიმის ამ "გებელსის" (კარგია რომ უკვე დაუფარავი) ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია, უზარმაზარი კონტინენტის მიმართ მთლიანობაში და მისი ქვეყნებად დაყოფილი  სიძულვილი“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ქართველიშვილის თქმით, გვარამია ცდილობს სალომე ზურაბიშვილის ნეხვიდან ამოყვანას. 




„საქართველოს ხელისუფლება ისევ აფრიკულ ტომებთან შეხვედრებზეა ალბათ" - ეს ფრაზა შეეხო არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პრეზიდენტ ზელენსკის ჩასვლას.

ამ ფრაზაში "შესანიშნავი" ყველაფერია. პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმის ამ "გებელსის" (კარგია რომ უკვე დაუფარავი) ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია, უზარმაზარი კონტინენტის მიმართ მთლიანობაში და მისი ქვეყნებად დაყოფილი  სიძულვილი. 

აქვე, "აფრიკულ ტომებთან", როგორც ჩანს იმ ევროპული თუ აზიური ლოკაციების მიკუთვნილობა, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეწვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
მაგრამ ასე ძალიანაც ნუ დავეხმარებით გვარამიას მის ნეხვიდან ამოყვანაში. ცერემონიალურად მისი რასისტულ/ფაშისტური საყვედურის ობიექტი მისი დედა/მარჩენალი მადამ პღეზიდანი უნდა იყოს. ხოლო "აფრიკულ ტომებთან" შეხვედრებში ალბათ ორბელიანის სასახლეში იმ "ღანდევუთა" კვირეული იგულისხმება, სადაც პღეზიდანი, არგენტინაში გამგზავრების მაგივრად, გვარამიას "ნეანდერტალელთა" თანაპარტიელებით დაწყებული, ბოშათა ბანაკებს მასპინძლობდა...“, -წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი