ზურაბ ქადაგიძე: სტატუსს იმსახურებს ქვეყანა, საკუთარი საგარეო ორიენტირებით, რომელიც ხელისუფლებამ განსაზღვრა პრინციპული და სტრატეგიულად სწორი მიდგომით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 11 დეკემბერი 2023, 11:06

ნაიმპიჩმენტარი სალომე, ცალ ფეხზე მოხტუნავე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი და ექსტრემიზმის ხელშემწყობი NGO-სექტორი კი, მხოლოდ ანტურაჟია იმ ფარსიდან, სადაც რევოლუციური ყიჟინითა და სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევით არაფერი გამოვიდა და ახლა, სხვის გაშლილ სუფრაზე მოინდომეს საპატიო ადგილის დაკავება“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელმოწერების კამპანია, იმ ფარსის ნაწილია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციას ლობირებს.

„სხვის გაშლილ სუფრას უნდა მიუჯდეს…არაერთხელ ვთქვი, რომ მთელი ეს ხელმოწერების კამპანია, იმ ფარსის ნაწილია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციას ლობირებს და მარტის აქციების გზააბნეული საზოგადოება დროშის კერვითა და ცალ ფეხზე დგომით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

სტატუსს იმსახურებს ქვეყანა, საკუთარი საგარეო ორიენტირებით, რომელიც ხელისუფლებამ განსაზღვრა პრინციპული და სტრატეგიულად სწორი მიდგომით. ხელისუფლებას კი ზურგს ქართველი ხალხი უმაგრებს, რომელმაც არჩევნებით დაუჭირა მხარი.

ნაიმპიჩმენტარი სალომე, ცალ ფეხზე მოხტუნავე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი და ექსტრემიზმის ხელშემწყობი NGO-სექტორი კი, მხოლოდ ანტურაჟია იმ ფარსიდან, სადაც რევოლუციური ყიჟინითა და სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევით არაფერი გამოვიდა და ახლა, სხვის გაშლილ სუფრაზე მოინდომეს საპატიო ადგილის დაკავება“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი