ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციურო არხებო მერამდენე სიუჟეტს უძღვნით უნამუსო მოქალაქეების გამოყენებით ჩვენი პოლიციელების დისკრედიტაციას? ყველაფერი გადამოწმებადია და საბოლოოდ თქვენ ზარალდებით და კარგავთ მაყურებელს ამ სიცრუის ტირაჟირების გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 10 დეკემბერი 2023, 19:10
ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აზიარებს ფოტოს, სადაც მისი თქმით, "კანონიერ ქურდებთან" მინდია ლავასოღლისთან და კაკო ლანდიასთან ერთად „მთავარი არხის“ დღევანდელ ეთერში გასული სიუჟეტის "დაჩაგრული გმირი“ ვინმე ავთანდილ კომახიძეცაა აღბეჭდილი. როგორც ქადაგიძე წერს, ეს ის ავთანდილ კომახიძეა, რომლის ოჯახის წევრებიც აჭარის პოლიციის შენობასთან მივიდნენ რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიებთან ერთად და დაიწყეს მტკიცება - არიქა პოლიციის უფროსი ბესელია, კომახიძეს ემუქრება, ქვეყანაში არ შემოხვიდე თორემ იარაღს და ნარკოტკულ საშუალებებს ჩაგიდებო. მისივე თქმით, ისეთი გულისამაჩუყებელი კომენტარები გაკეთდა მისი ოჯახის წევრების მხრიდან, ადამიანს კომახიძის შავ-ბნელი წარსულისა და არცთუ ისე ნათელი ახლანდელი საქმიანობის, მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაცია რომ არ ჰქონოდა, შეიძლება გულიც ასჩუყებოდა „ალალ-მართალ“ ადამიანზე.

 “მეგობრებო ამ ფოტოზე "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებთან, მათ შორის "კანონიერ ქურდებთან" მინდია ლავასოღლისთან და კაკო ლანდიასთან ერთად „მთავარი არხის“ დღევანდელ ეთერში გასული სიუჟეტის "დაჩაგრული გმირი“ ვინმე ავთანდილ კომახიძეცაა აღბეჭდილი. დიახ არ მოგესმათ, ეს ის ავთანდილ კომახიძეა , რომლის ოჯახის წევრებიც აჭარის პოლიციის შენობასთან მივიდნენ რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიებთან ერთად და დაიწყეს მტკიცება - არიქა პოლიციის უფროსი ბესელია, კომახიძეს ემუქრება ქვეყანაში არ შემოხვიდე თორემ იარაღს და ნარკოტულ საშუალებებს ჩაგიდებო. ისეთი გულისამაჩუყებელი კომენტარები გაკეთდა მისი ოჯახის წევრების მხრიდან, ადამიანს კომახიძის შავ-ბნელი წარსულისა და არცთუ ისე ნათელი ახლანდელი საქმიანობის, მისი გარემოცვის, შესახებ ინფორმაცია რომ არ ჰქონოდა, შეიძლება გულიც ასჩუყებოდა „ალალ-მართალ“ ადამიანზე. ვინ არის ავთანდილ კომახიძე - ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციით, ის ნასამართლევია ნარკოდანაშაულისთვის, ასევე გასამართლდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც. რაღაცეებიც მოუპარავს თავის დროზე, ქურდობისთვისაც იყო როგორც ამბობენ, პასუხისგებაში მიცემული. თქვენ რომ ნამდვილად საზოგადოების ინტერესებზე ზრუნავდეთ, აი ასეთი ადამიანების ადვოკატებად არ უნდა გვევლინებოდეთ ძვირფასო ოპოზიციურო არხებო, უკვე მერამდენე სიუჟეტს უძღვნით ასეთი უნამუსო მოქალაქეების გამოყენებით ჩვენი პოლიციელების დისკრედიტაციას? გარეთ 21-ე საუკუნე რომ არის სულ გავიწყდებათ, არაფერი იმალება, ყველაფერი გადამოწმებადია და საბოლოოდ მაინც თქვენ ზარალდებით და კარგავთ მაყურებელს ამ სიცრუის ტირაჟირების გამო”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი