ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტზე: ასეთი შავბნელი გაგების ხალხის „გაპრავებით“ გინდათ, მოქალაქეებზე ორიენტირებული, ობიექტური მედიის მანტიის მორგება?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 10 დეკემბერი 2023, 14:37

ვინ არის ეს მოქალაქე, ავთანდილ კომახიძე, ის არის სხვადასხვა მუხლით, მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პიროვნება, როგორც მისი ნაცნობები ამბობენ დიდი კანონმორჩილებით არც დღეს გამოირჩევა და ერთი ქუჩური მენტალობის კაცია, რომელიც ასეთივე მენტალობის ხალხში ტრიალებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “მთავარი არხის” სიუჟეტს, აჭარის პოლიციის უფროსის მიერ ავთანდილ კომახიძის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ.

ექსპერტის თქმით, ოღონდ რამე გადატრიალებული თქვას ვინმემ პოლიციაზე და ოპოზიციური არხები თვალის დაუხამხამებლად დაუთმობენ საეთერო დროს.

„„მთავარი არხის“ ეთერში დღეს გასულ აბსურდულ ბრალდებებზე აგებულ სიუჟეტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.. რამდენიმე დღის წინ აჭარის პოლიციასთან მოქალაქე ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ, პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას ადანაშაულებდნენ კომახიძეს ქვეყნიდან წასვლა აიძულა, ახლა დაბრუნების შესაძლებლობას არ აძლევს, ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებაო. მეტი რა უნდოდათ ამ ვითომ ოპოზიციურ არხებსაც შემოჰკრეს განგაშის ზარი, ოღონდ რამე გადატრიალებული თქვას ვინმემ პოლიციაზე და საეთერო დროს თვალის დაუხამხამებლად დაუთმობენ. მეტიც შაბათის ეთერში მიუძღვნეს ვრცელი სიუჟეტი, არიქა აჭარის პოლიციის უფროსი მოქალაქეს ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა -ქვეყანაში შემოსული არ დაგინახოო. ვინ არის ეს მოქალაქე, ავთანდილ კომახიძე, ის არის სხვადასხვა მუხლით, მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პიროვნება, როგორც მისი ნაცნობები ამბობენ დიდი კანონმორჩილებით არც დღეს გამოირჩევა და ერთი ქუჩური მენტალობის კაცია, რომელიც ასეთივე მენტალობის ხალხში ტრიალებს. ასეთი შავბნელი გაგების ხალხის „გაპრავებით“ გინდათ, მოქალაქეებზე ორიენტირებული, ობიექტური მედიის მანტიის მორგება?! მეგობრებო, ეს არის კომახიძე და თავისი, ინტელექტუალი „საძმო““,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი