დავით ქართველიშვილი: სამხრეთ კავკასიაში დაანონსებული ომი - გადაიდო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 08 დეკემბერი 2023, 09:55
"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივ განცხადებაზე წერს.

მისი თქმით, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, შეთანხმების მიღწევა მოხერხდა პირდაპირი მოლაპარაკებით, რაც გააუმჯობესებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.


"ყველას გვახსოვს Politico-ს მიერ გაჟონილი ინფორმაცია, 28 სექტემბერს სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და დემოკრატ-კონგრესმენებს შორის სატელეფონო საუბრის თაობაზე, რომ "რამდენიმე კვირაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყება საომარი მოქმედებები". გავიდა 10 კვირა და დღეს მივიღეთ
აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადება:

 მხარეები აცნობიერებენ, რომ შექმნილია რეგიონში მშვიდობის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა;

 ორ ქვეყანას შორის ნდობის განსამტკიცებლად, ბაქომ სომხეთს გადასცა 32 სომეხი ტყვე, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი „ხელმძღვანელობის“ გარდა;

 სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა აპრილში დაკავებული 2 დივერსანტი;

 სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, აზერბაიჯანის სასარგებლოდ გამოიწვიოს საკუთარი კანდიდატურა გაერო-ს ჩარჩო კონვენციის კონფერენციის (COP-29) 29-ე სესიის მასპინძლობაზე;

 ბაქომ მხარი დაუჭირა COP-29-ის ბიუროში სომხეთის წევრობას, ასევე მხარეები სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, ხელი შეუწყონ მათ ძალისხმევას.

აღნიშნული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით, რაც პოზიტიურად შეცვლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკას და განამტკიცებს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებს. დაანონსებული ომი - გადაიდო...", - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი