გია აბაშიძე: "ნაცსექტის" საამებლად პრემიერობიდან გაქცეული გიორგი გახარია იმუქრება, რომ დაასახელებს იმ 20-25 ადამიანს, რომლებიც საქართველოს ხარჯზე მდიდრდებიან - ხელფასებში თანაპარტიელებისა და ოფისების მფლობელების ქირაში შარლატანმა გახარიამ რა უნდა თქვას ისეთი, რაც წონადი იქნება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 06 დეკემბერი 2023, 13:14
პარადოქსია და მოღალატე გიორგი გახარიას მარგინალური პოლიტიკური აქტივობა დაემსგავსა თაღლითი მამუკა ხაზარაძისას. "ლელოს" კანტორის თავკაცი თავის დროზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარიას წინააღმდეგ რაღაც სასაცილო "მუქარის წერილს" აფრიალდებდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას იმ განცხადების საპასუხოდ წერს, რომლის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა ზეპირად იცის იმ ოჯახების ვინაობა, ვის ჯიბეშიც გაზრდილი ეკონომიკა მიდის. აბაშიძე, გახარიას ტრაგიკომიკურ პერსონაჟს უწოდებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, როცა ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აღნიშნულ თემაზე რეაგირება არ მოუხდენია, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, საქართველო მისთვის კორუმპირებულ და ოლიგარქიულ ქვეყნად გადაიქცა. "პარადოქსია და მოღალატე გიორგი გახარიას მარგინალური პოლიტიკური აქტივობა დაემსგავსა თაღლითი მამუკა ხაზარაძისას. "ლელოს" კანტორის თავკაცი თავის დროზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარიას წინააღმდეგ რაღაც სასაცილო "მუქარის წერილს" აფრიალდებდა. ნაცსექტის საამებლად პრემიერობიდან გაქცეული გიორგი გახარია იმუქრება, რომ დაასახელებს იმ 20-25 ადამიანს, რომლებიც საქართველოს ხარჯზე მდიდრდებიან. ხელფასებში თანაპარტიელებისა და ოფისების მფლობელების ქირაში შარლატანმა გახარიამ რა უნდა თქვას ისეთი, რაც წონადი იქნება? ვერც ვერაფერი, ჩვეულებრივი დამბოლებელია. ტრაგიკომიკური პერსონაჟი, სახელად გიორგი გახარია, წლების განმავლობაში ხელისუფლების მაღალ თანამდებობებს იკავებდა და ხმას არ იღებდა თუ ამგვარი მანკიერებები არსებობდა, პრემიერობიდან მოკურცხვლის შემდეგ კი, თურმე მაშინ "გახდა საქართველო კორუმპირებული და რუსულ-ოლიგარქიული". ძალიან საღადაოა გახარიას თითოეული ამგვარი მუქარა-დაპირება. “ქართულ ჯიგრულ პონტში” უცებ გამდიდრებულ მის ახლო გარემოცვას "მოკითხვა"." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი