ედიშერ გვენეტაძე გიორგი გახარიას - ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექება და სულ ზეპირად ვიცი, ვინ არიან ისინიო - მერედა თქვი, ოღონდაც დასაბუთებულად, სათანადოდ დოკუმენტებით განმტკიცებული!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 06 დეკემბერი 2023, 12:33
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას -  "კითხვები ამიერიდან იქნება, ვის რამდენი აქვს მოპარული. გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი", სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის განცხადებით, ნიკა მელიას შიშის გამო თანამდებობიდან წასულმა გახარიამ უნდა დაასახელოს, ვის ჯიბეში მიდის ქვეყნის ეკონომიკა "ქვეყნის ყოფილი პრემიერი გახარია რომელსაც "ქოთომისმოყვარული" მელიას შეეშინდა და ისე გავარდა ქვეყნის პირველი პირობისაგან თვალი რომ ვერ მოვკარით! ახლა დრო და დრო იმუქრება მართალია ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის(რაც მართალი მართალია, ამას ვერ უარყოფს), მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექებაო! და სულ ზეპირად ვიცი, ვინ არიან ისინიო! მარა... კი მარა. ეს "მარა" რა არის?! მერედა თქვი შე კაცო ვინ არიან! რას აკეთებენ! რას ემსახურებიან! ოღონდაც დასაბუთებულად, სათანადოდ დოკუმენტებით განმტკიცებული! და არა ისე "ვოზდუხურად", როგორც გახასიათებს! განსაკუთრებით კი "ქოთომიჭამია" მელიას შიშის გამო, ოპოზიციაში გაქცევისა და ნაცმოძრაობასთან აშკარა და ღია თანამშრომლობის შემდეგ!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი