თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 05 დეკემბერი 2023, 18:58

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ პარტიაში ხშირად მოსვლია კონფლიქტები და მათ შორის გიგა ბოკერიასთან, როდესაც ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო.

როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, წითლიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ პარლამენტარობა სურს.

„ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა!
არასოდეს და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია. გიგასთან დაპირისპირებაც მახსოვს - სიაში რატომ არ ჩამსვიო, ტანტრუმი გაუმართა - მახსოვს ეგ ესემესები. გაოგნებული იყო გიგა ამის შეუპოვარი და სრულიად უთავმოყვარეობით. ახლაც სიის გამო რჩება იქ - პარლამენტში უნდა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი