140
05 დეკემბერი 2023, 15:44
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, როგორ უნდა გეზიზღებოდეს ამ წარსულისა თუ აწმყოს მქონე ნომენკლატურას საქართველოს ღირსეული წინსვლა ღირსეული ევროპისკენ.
"ხალხის ძალაში" წიგნების კითხვა არ უყვართო, დეპუტატ მაჭარაშვილის მშობლიური ენა რუსული ყოფილა, ორბანი საქართველოს და ევროკავშირის მტერი და პუტინის მეგობარიაო, ხოლო 15 დეკემბერს სტატუსს არ მოგვანიჭებენო - ეს არის სალომე სამადაშვილის ბოლო განცხადებებიდან მოკლე ამონარიდი.
თქვენი არ ვიცი, მაჭარაშვილი რუსულად იგინებოდეს (არც ქართულად სხვათა შორის) - პირადად მე არ გამიგია, ხოლო სამადაშვილის ცხრასართულიანი რუსული "мат"-ი - კი ბატონო. მის დანარჩენ პროგნოზებს უფრო დაწვრილებით ალბათ 15 დეკემბერს მივუბრუნდები, ხოლო გადამეტებულმა სიცრუემ (ბავშვობაში ასე მასწავლიდნენ) ცხვირის გაზრდა იცისო.
ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, ცხოვრების წესს გვიწუნებენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან. როგორ უნდა გეზიზღებოდეს ამ წარსულისა თუ აწმყოს მქონე ნომენკლატურას საქართველოს ღირსეული წინსვლა ღირსეული ევროპისაკენ“-წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |