ზურაბ ქადაგიძე სალომე სამადაშვილზე: როდესაც უნგრეთი საქართველოს ეხმარება, ეს ქალბატონი და მისი რადიკალური პარტია “ლელო” ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
183 05 დეკემბერი 2023, 14:27
ეს, ნაც-მოძრაობიდან ჩამოლაბორანტებული და ხაზარაძის უბეზე დაკერებული პოლიტიკანი ღირსეულად აგრძელებს მავნებლობას და იმდენად არ ადარდებს საქართველოს წარმატება, რომ სტატუსის მინიჭებაზე მეტად, უკრაინის ინტეგრირების საკითხზე ნერვიულობს. - ასე ეხმაურება, "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, სალომე სამადაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს რომ ევროკავშირის მთავარი პრობლემა უნგრეთია.
ქადაგიძის თქმით, ვიქტორ ორბანი გულშემატკივრობს საქართველოს და უნგრეთი განსაკუთრებულად ლობირებს საქართველოს სტატუსის მინიჭებას.
„როდესაც ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მიმართავდა, რომ ასოცირების ტრიოდან პირველ რიგში საქართველო იმსახურებს სტატუსს და უფრო მეტიც - უნგრეთი განსაკუთრებულად ლობირებს საქართველოს სტატუსის მინიჭებას და ერთი ფაქტიც, რომ ევროკომისარი ვარჰეი ორბანის თანამემამულეა, დადებითი გადაწყვეტილების ალბათობას განსაკუთრებულად ზრდის.
ჰო და როდესაც უნგრეთი საქართველოს ეხმარება, ეს ქალბატონი და მისი რადიკალური პარტია “ლელო” ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის. ეს, ნაც-მოძრაობიდან ჩამოლაბორანტებული და ხაზარაძის უბეზე დაკერებული პოლიტიკანი ღირსეულად აგრძელებს მავნებლობას და იმდენად არ ადარდებს საქართველოს წარმატება, რომ სტატუსის მინიჭებაზე მეტად, უკრაინის ინტეგრირების საკითხზე ნერვიულობს.
ორბანი ბლოკავს უკრაინას და ამის მიზეზებს თვითონვე ხსნის, ხოლო გულშემატკივრობს საქართველოს და ამიტომაცაა დღეს უნგრეთი ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორი! ამ ქალზე და ამის თაღლით პარტიაზე კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას- “ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო.” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი