219
04 დეკემბერი 2023, 22:42
ჟურნალისტი თამთა როგავა სოციალურ ქსელში “მაკდონალდსის” ერთ-ერთი პროდუქტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რუსეთშია წარმოებული.
როგავას განცხადებით, “მაკდონალდსის” ქართული ქსელის მფლობელები, თემურ ჭყონია და სოფო ჭყონია, სხვებს ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირის გამო, ამ ფონზე კი, მათ დაწესებულებაში რუსეთში წარმოებული პროდუქცია იყიდება.
“მაკდონალდსში იყიდება რუსეთში წარმოებული სოუსები
ალბათ, გახსოვთ ჭყონიების ოჯახი, რომლებმაც რუსეთთან " ბრძოლით" დაგვამახსოვრეს თავი.
განა რამე, უბრალოდ, სხვას უკითხავენ მორალს, ადანაშაულებენ.
და, როგორც ჩანს, ფულს სუნი არ აქვს ჩვენს ზემოთ მდგომი ადამიანებისათვის.” - წერს როგავა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |