მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 04 დეკემბერი 2023, 18:55
ქალბატონი პრეზიდენტი გარე ძალების დავალებას ასრულებს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ქვეყნებზე აცხადებს, რომ საქართველო უნდა დაეწიოს, რომელთა ეკონომიკაც და თავისუფლების ხარისხიც კრიზისშია. 

„სალომე ზურაბიშვილი გამოდის და აცხადებს, რომ თურმე უკრაინასა და მოლდოვას უნდა დავეწიოთ. ჯერ შეხედოს მოლდოვას ეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკას; ან იმას, თუ როგორ მიმდინარეობს იმ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი; ან, თავისუფლების რა ხარისხი აქვთ და ა.შ.  უკრაინაზე აღარ მაქვს საუბარი. ეს ხომ სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს ამ ქვეყნებს დავეწიოთ. და, საქართველოს პრეზიდენტი ეწოდება ამ ქალბატონს. არც რცხვენია ამის, მაგრამ, რისი უნდა რცხვენოდეს - დავალების შემსრულებელია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი