დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიას განცხადებაზე: როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 04 დეკემბერი 2023, 15:03
როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწადნახევარში შეიქმნა?  -  ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: "ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება."

მისი თქმით, გახარიას, წლების განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და გაუგებარია, რატომ არავის წაუყენა ბრალი, თუ ფიქრობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა რამდენიმე ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება.

"როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწადნახევარში შეიქმნა? ასეთი "შექმნილი" ოჯახი მე ერთი ვიცი - კალოშებით ხორცის დახლიდან სოციალურად დაუცველი რომ გაგიმდიდრდათ. მაგრამ მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი გეკავათ, თქვენს კლანს კი - უშიშროების საპასუხისმგებლო პოსტები. ნუ, პრემიერ-მინისტრის პერიოდს ხომ საერთოდ "არ ვეხები". დაიჭირეთ ვინმე? ბრალი წაუყენეთ? თუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს "ახლად შეუღლებული" ოჯახებია? შეკითხვა მარტივია: ახლა ცრუობთ, მაშინ გეშინოდათ თუ ამჟამად - ორივე ერთად?" - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი