210
04 დეკემბერი 2023, 15:00
"ქართული ოცნების" გუნდის მოღალატემ, გიორგი გახარიამ არ გასცა პასუხები საზოგადოებას რეალურად თუ რატომ გაიქცა პრემიერის პოსტიდან, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გიორგი გახარია რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში. კერძოდ, აბაშიძეს მაგალითად მოჰყავს გახარიას განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის.
""ქართული ოცნების" გუნდის მოღალატემ, გიორგი გახარიამ არ გასცა პასუხები საზოგადოებას რეალურად თუ რატომ გაიქცა პრემიერის პოსტიდან. ურეიტინგო გახარია სხვა რადიკალებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში, თითქოს ამით ელექტორატი მოემატება. ამ დროს პირიქით ხდება და ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი გახარია მყარად ჩამოყალიბდა პოლიტიკურ აუტსაიდერად." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |