თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 29 ნოემბერი 2023, 21:54

ევროკომისია განიხილავს "ხალხის ძალის" მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ანალოგს, რომელმაც აქ იმაზე დიდი საქმე გააკეთა ვიდრე კანონი გააკეთებდა. აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მეგრელიშვილის თქმით, კანონპროექტის განხილვის პროცესში ნათლად გამოჩნდა დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ძალა.

„ევროკომისია განიხილავს „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ანალოგს (რომელმაც აქ იმაზე დიდი საქმე გააკეთა ვიდრე კანონი გააკეთებდა!) ჩვენი კანონპროექტის განხილვის პროცესში კიდევ უფრო ახლო ხედით დავინახეთ დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი როგორც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელმაც წინ ფარად ჩვეული ხერხით, ახალგაზრდები აიფარა და სისხლისღვრისთვის მოამზადა!

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ არ და ვერ დაუშვებდა ამას და ჩვენ მოგებული პოზიცია დავთმეთ. ამ დათმობის ფონზეც კი დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრისა და მეორე მაიდანის მომლოდინე დამფინანსებლების მიერ გასროლილმა მილიონებმა ფასი დაკარგა. ფაქტობრივად ამ ხალხმა (ოპოზიციამ და დამფინანსებლებმა) რამდენიმე მილიონად ნაყიდ საკუთარი დანაშაულის აღიარებით დოკუმენტზე მოაწერეს ხელი და დამტკიცდა ის, რაც აქამდე შიგნიდან ასე კარგად ჩანდა! აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს!
გამოდით, გიცანით! თქვენს ანტისახელმწიფოებრივ განზრახვებს აღარაფერი ფარავს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი