მიხეილ სააკაშვილი - ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია - ერთი ადამიანია, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 28 ნოემბერი 2023, 18:42
ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია,- ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მას ვერაფრით ივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს (ბაბუაჩემი მიშა სააკაშვილი, თბილისის მედინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გორიდან იყო) ორივეს დავიწყება ურჩია.

ქალბატონო სალომე, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია. ოღონდ ის სტალინზე გიჟდება და მთელს რუსეთში ძეგლებს უდგამს და ვეზიზღები მე, მუდმივად რა სხვადასხვა გამოსვლებში, ყველანაირ ცოდვებში მადანაშაულებს.

მე, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა ქართველ ერთან ერთად, რომ თქვენ მყარად იყოთ ისტორიის სწორ მხარეს“,- წერს სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი