დავით ქართველიშვილი: ზურაბიშვილმა შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს მაგრამ გამონაკლისის სახით სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 27 ნოემბერი 2023, 16:43
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ  სალომე ზურაბიშვილმა მიხელ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დე-იურედ  შემოიყვანოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მოხდება იმ შემხვევაში, თუ სააკაშვილს  საქართველოს მოქალაქეობას  მიანიჭებს. 
„ეთერში პირველად ვიძახი და მერე ვინმემ არ დამაბრალოს, გაუსწრო მოვლენებსო. ჩემთვის, ზურაბიშვილმა მისი რაღაც უაზრო ლოგიკით, შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს და წითელ ხაზად დაიტოვოს თავის შრომით ბიოგრაფიაში, მაგრამ შეიძლება გამონაკლისის სახით სააკაშვილს მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა და დე-იურედ შემოუშვას ის ქართულ პოლიტიკაში და ამ ფორმით მიაღებინოს მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, როგორც ოფიციალურად მის მიერ შექმნილი პარტიის ლიდერს. 

ფაქტია, ნაცსექტის წარმომადგენლები გაურბიან ელემენტარულ კონსტიტუციურ მოცემულობას და თითქოს ვერ ხედავენ სააკაშვილში უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამბობენ, რომ პარტია მისია და ამ დროს ვერ ხედავენ, რომ არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა კონსტიტუციითაა აკრძალული. მეტიც, პერიოდულად ასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, თითქოს არ იცოდნენ, რომ ეს არ შეიძლება.

შეიძლება „არა და არასდროს“ დარჩეს მოცემულობად, მაგრამ ამ ქალბატონმა მოუხსნას სააკაშვილს ამ კუთხით უხერხულობის დაძლევის შესაძლებლობა - დაუბრუნოს მას საქართველოს მოქალაქეობა, გამონაკლისის სახით აქვს პრეზიდენტს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ თურმე ქართული სახელმწიფოს მშენებელი და დემოკრატიის შუქურა ყოფილა ეს კაცი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი