გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 27 ნოემბერი 2023, 16:09

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწოდებს, მთავრობა აიძულონ, რომ სტუდენტების ბინის ქირა დაასუბსიდიროს.

ამასთან, სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ საკითხზე პეტიცია შედგეს.

„რუსი მიგრანტების მასობრივი შემოსვლის გამო, ბინებზე ქირის ფასები ქართველებისთვის მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის.

მე მოვუწოდებ „გამარჯვების კოალიციას“, ასევე სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა და ეს ფული მოიტანოს იმ თანხებისგან, რომლებიც ძირითადად ჩრდილოვანი და ნახევრად ლეგალური გზით შემოვიდა რუსეთიდან.

გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის „ფესიბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი