180
27 ნოემბერი 2023, 10:52
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2015 წელს ჩინეთის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუს უბრუნდება და დღევანდელობასთან პარალელს ავლებს.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ამ პერიოდიდან კიდევ უფრო ვითარდება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, ხოლო მაშინ „ჩინეთოფობებს“ ინტერვიუ არ გაუკრიტიკებიათ, რადგან დამკვეთებისგან მსგავსი დავალება არ ჰქონდათ მიღებული.
„საიდან იწყებოდა საქართველოს განვითარების ახალი ეპოქა და ახლებური პერსპექტივები. აი, ამ ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისცა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას. ობიექტურმა მოვლენებმა (პრემიერის გადადგომა) თითქოს შეაჩერეს ეს პროცესები, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სათავეში ხელმეორედ მოსვლისთანავე, მათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხასიათი მიიღეს და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების მემორანდუმის ხელმოწერით დაგვირგვინდნენ.
და თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, მსოფლიოში ახალი მართლწესრიგის დამყარებისა და გადაფორმატების მიმდინარე მოვლენების დასრულებისთანავე, აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებების აღსრულების ჩათვლით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ქვეყნის მტრების, მოღალატეების ფარისევლობასა და მავნებლობას. 2015 წელს, ამ ინტერვიუს ჩაწერის და მის შემდგომ პერიოდში, ვინმეს თუ გსმენიათ დღევანდელი აწ უკვე სტაჟიანი „ჩინეთოფობის“, თინა ხიდაშელის აღშფოთებული ხმა?
იმ პერიოდში თავდაცვის სამარცხვინო მინისტრის ანტიჩინურ ისტერიას თქვენ ვერსად წააწყდებით, რამეთუ აგენტოკრატებისაგან მსგავსი დავალება არ მიუღია. მარიონეტს არ გააჩნია საკუთარი პრინციპები. ლაქიას არ გააჩნია საკუთარი ნება. როდესაც მონა იღებს დირექტივას თავისი მბრძანებლებისაგან, მისი აღსრულების სტადიაზე ჩნდება მისი რეალური სახე“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |