დიმიტრი ხუნდაძე: როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 22 ნოემბერი 2023, 12:21

სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, სიყალბე არ სჭირდება სახელისუფლებო გუნდს და საზოგადოებას, ეს სჭირდება მხოლოდ ოპოზიციას და მის ლობისტებს ქვეყნის გარეთ.

„საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებსაც, საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიებსაც და დამკვირვებლებსაც, საქართველოს მოქალაქეები დააკვირდებიან და საბოლოო ნიშანსაც ისინი დაწერენ.

მმართველ გუნდს და საზოგადოებას სიყალბე არ სჭირდება. სიყალბე სჭირდება იმ ოროსან პარტიებს, რომლებიც ჯიუტად ითხოვენ, „ორიანიც კარგ ნიშნად ჩაგვითვალეთო“. სიყალბე სჭირდება ვივამედში „მწოლიარე“ პატიმარს, რომელსაც ბოდიშის მოუხდელად სურს პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენა, თუნდაც ამისათვის რევოლუცია ან ქვეყნის ომში ჩართვა იყოს საჭირო.

სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა. სიყალბე სჭირდება მათაც, ვისაც სურს საქართველო ძლიერ მეზობლად არ ჩამოყალიბდეს და მუდმივად უყუროს, როგორც „მცირეს“.

სწორედ ამიტომ, როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით. სხვანაირად ხიფათი გარდუვალია," - წერს ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი