ყაზბეგის მერი მის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 22 ნოემბერი 2023, 11:29

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მოქალაქისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სხვა მიზანს ემსახურება.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი სოციალური დახმარების მიღების
შეწყვეტით ვემუქრები. ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას.

აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან." - ნათქვამია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი