გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს - მხოლოდ 6 წელი გაქვს მისჯილი და შენს შვილებს მამა დაუბრუნდებათ, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ, რომ შენ ისინი მოკალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 20 ნოემბერი 2023, 21:50
გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა.

ზერეკიძის განცხადებით, სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს შვილებს დაუბრუნდეს, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს მოკლული მამები ვერასდროს დაუბრუნდებიან შვილებს.

“შენ სამწუხაროდ მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და ადრე თუ გვიან დაუბრუნდებათ შენ შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!!!” - წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, 2011 წელს რუს­თა­ვის N 6 დაწე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გიორგი ზერეკიძის მამა, პატი­მა­რი მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, სიკვდილის მი­ზე­ზად დე­ნის დარტყმა დასახელდა. ცხედრისთვის ჩატარებული ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექსპერტიზით კი გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო დენის კვალი არსად იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი