თამარ ჩიბურდანიძე: თემურ ალასანიას დღევანდელი განცხადება, არის გაცხადება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის თემა კვლავ აქტუალურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 20 ნოემბერი 2023, 19:20
როდესაც ჩვენ სტატუსის დადებითი რეკომენდაცია მოგვცეს, მაშინ „ხალხის ძალამ“ გააკეთა განცხადება და მოუწოდა საზოგადოებას, სიფხიზლისკენ და სიფრთხილისკენ, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, ეს თემა არ ჩაბარდებოდა წარსულს“, - ასე გამოეხმაურა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე თემურ ალასანიას განცხადებას. 



ჩიბურდანიძის თქმით, არჩევნებამდე ბევრი ხაფანგი, პროვოკაცია იქნება დაგებული, რომ როგორმე საქართველოში ტყვია გავარდეს.


„თემურ ალასანიას ეს საუბარი მიგვანიშნებს იმას, რომ ომის თემა არ ყოფილა დასრულებული საქართველოში. როდესაც ჩვენ სტატუსის დადებითი რეკომენდაცია მოგვცეს, მაშინ „ხალხის ძალამ“ გააკეთა განცხადება და მოუწოდა საზოგადოებას, სიფხიზლისკენ და სიფრთხილისკენ, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, ეს თემა არ ჩაბარდებოდა წარსულს. რადგან სტატუსის თემა ჩაუვარდათ, რევოლუციის იარაღი, ანუ ნაპერწკალი აღარ ჰქონდათ და ვეღარ აანთეს რევოლუცია, ამიტომ ისინი დაუბრუნდებოდნენ წინა პროექტს - ომის პროექტს. ომის პროექტი მათ დათმეს, არ გამოუვიდეთ, რადგან ვამხილეთ ყველაფერში და ვეღარც მიიღეს ბოლომდე. შემდეგ გადაერთნენ სტატუსის თემაზე და რევოლუციის ნაპერწკლად აქციეს სტატუსი. ისინი ღრმად დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ანუ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. ამ კვლევებს კი აქვეყნებენ, მაგრამ მათ იციან რეალური რეიტინგები რაც არის. უცხოელებმა განსაკუთრებით იციან, ისინი სწორ კვლევებს აკეთებენ, რომლებსაც არ აქვეყნებენ. ძალიან ბევრი კვლევა ტარდება ასეთი, რომელსაც არ აქვეყნებენ, მაგრამ მათ ეს სამუშაო ვერსია დააქვთ.


 მათი ერთადერთი გზა არის, საქართველოს ომში ჩათრევა, უკვე წაგებულ ომში და ამას აღარავინ უარყოფს. აშშ-ს სენატმა დაფინანსება აღარ გამოუყო უკრაინას, ევროკავშირიდან უნგრეთმა შეაჩერა 50 მილიარდის გამოყოფა და ამბობს, რომ არ მიეცემა უკრაინას.  ფაქტობრივად უკრაინა დატოვეს მარტო და როგორ დატოვეს ნახეთ -   წაუყენეს ულტიმატუმი, გინდა ევროკავშირი და NATO ამ სამი ოლქის გარეშეო. ფაქტობრივად, რუსეთს დაუთმეს ის სამი ოლქი, რისთვისაც რუსეთმა დაიწყო ომი. 

დღეს დიმიტრი ხუნდაძემ არაჩვეულებრივი განცხადება გააკეთა. ძალიან მომეწონა ერთი ფრაზა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენს პარტნიორებს. სწორედაც ასეა, ყელში აქვთ გაჩხერილი, დაუსრულებელი თემაა, რომელსაც ჩვენ არ ვასრულებთ. სააკაშვილმა, მისმა გუნდმა და ოპოზიციამ  ეს დაასრულა, მათ შორის, უცხოელებმაც, ჩვენმა პარტნიორებმაც.

 კვლევებშიც ჩანს, მერამდენე ადგილი უჭირავს ამ კითხვას ჩამონათვალში, ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ხალხისთვის, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობაა. ეს  სიმართლე არ არის, პირველი ადგილიდან არასოდეს არ გადაუნაცვლებია ტერიტორიულ მთლიანო0ბას, მაგრამ მათ სურთ, რომ ეს თემა დახურონ და გადაწიონ ბოლო რიგებში და ა.შ. არ მთავრდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თემა. მითუმეტეს, დღეს უფრო აქტუალურია, მას შემდეგ, როდესაც ჩინეთმა თქვა, რომ შეუძლია ჩადგეს ამ თემაში, დაგვეხმაროს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში - ეს იყო მეხის გავარდნა კონკრეტულად ამერიკისთვის. აშშ-ს ელჩმა რამდენიმე დღის წინ გვითხრა, სწორედ იმ დღეს, როდესაც აშშ-ში მიმდინარეობდა ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩინეთთან უჩვენოდ ვერ დაამყარებთო კონტაქტს. ანუ რა ინტერესიც იქნება მათი, იმ ინტერესებამდე მიგვიშვებენ ჩინეთთან საპარტნიოროდ დანარჩენზე - არა. აქ ალბათ იგულისხმება, ანაკლიის პორტი, აფხაზეთის,  ცხინვალის რეგიონი და ა.შ.  

თემურ ალასანიას დღევანდელი განცხადება, არის გაცხადება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის თემა კვლავ აქტუალურია. ეს თემა დააბრუნეს, ანუ ისევ ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთთან ომს იმიტომ, რომ სხვაგვარად ისინი საქართველოს  ხელისუფლებას ვერ მოაშორებენ. „ქართულ ოცნებას“, „ხალხის ძალას“, საზოგადოებას, ყველას  ვინც დგას სიმართლის მხარეს, სხვაგვარად ვერ მოერევიან. ამიტომ, არჩევნებამდე ბევრი ხაფანგი, პროვოკაცია იქნება დაგებული, რომ როგორმე საქართველოში ტყვია გავარდეს“, - განაცხადა ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი