ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტზე: როგორც პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ შანსი მისცემოდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 17 ნოემბერი 2023, 15:24

როგორც ურეიტინგო, უპრინციპო და პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ როგორმე შანსი მისცემოდათ… თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, „რა განსხვავებაა ნაც-მოძრაობასა და ამ ფსევდო-პრეზიდენტს შორის? -არანაირი!“

„დაუბრუნდა მშობლიურ წიაღს- მიშას! სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, დიპლომატიურ სკანდალებში ეხვევა, რადიკალიზმს ახალისებს, კანონი და კონსტიტუცია ჩირად უღირს, სასარგებლო იდიოტობასთან ერთად, გავლენის ბენეფიციარობას ითავსებს და რა განსხვავებაა ნაც-მოძრაობასა და ამ ფსევდო-პრეზიდენტს შორის?

- არანაირი!

როგორც ურეიტინგო, უპრინციპო და პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ როგორმე შანსი მისცემოდათ, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ! ჰო და როგორი „უსამშობლო ბალასტიც“ 2004 წელს, არსაიდან მოათრია სააკაშვილმა, ოცი წლის შემდეგ დაუბრუნდა “უძღები შვილივით“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი