გია აბაშიძე პრეზიდენტზე - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის მარიონეტებზე უარესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჭაობის ბინადარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 17 ნოემბერი 2023, 14:07
საკმაოდ მახინჯი ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში - ვინც კი მმართველ გუნდს უღალატა, ყველა უნამუსოდ იწყებს ბიძინა ივანიშვილის "მტაცებლურ ოლიგარქობაზე" საუბარს. მათი მდაბიო ე.წ. ლოგიკით სანამ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჰქონდათ ივანიშვილი არ "ოლიგარქობდა" და იყო უპრეცედენტო მეცენატი, შემდეგ კი უცებ გარდაისახა. - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში  ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის იმ ოლიგარქად მოხსენიებას, რომელსაც ვერ წარმოუდგენია რუსეთის დამარცხება და წინასწარ ცდილობს მოერგოს რუსეთის გამარჯვებას. 

აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის მარიონეტებზე უარესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჭაობის ბინადარია.

„საკმაოდ მახინჯი ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში - ვინც კი მმართველ გუნდს უღალატა, ყველა უნამუსოდ იწყებს ბიძინა ივანიშვილის "მტაცებლურ ოლიგარქობაზე" საუბარს. მათი მდაბიო ე.წ. ლოგიკით სანამ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჰქონდათ ივანიშვილი არ "ოლიგარქობდა" და იყო უპრეცედენტო მეცენატი, შემდეგ კი უცებ გარდაისახა. 
არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინაა უგვანო ნაცოპოზიციის 'მესიჯბოქსის' გამხომავანებელი - კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი, ურეიტინგობაში მასთან გათანაბრებული, "ნაცმოძრაობის" გამო თანამდებობიდან გაქცეული გიორგი გახარია თუ სხვანი. 
"ვეტერანი" რევანშისტების მსგავსად, ამ ნულოვან "პოლიტიკოსებს" მიაჩნიათ, რომ 2024-ში არჩევნებში რაიმე ხელშესახებ შედეგებს მოიპოვებენ. 
მადამ არაადეკვატური ზურაბიშვილის მორიგ სამარცხვინო განცხადებებზე კი კვლავ გავიმეორებ - სააკაშვილის მარიონეტებზე უარეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჭაობის ბინადარია.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი