ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
349 17 ნოემბერი 2023, 12:50

პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-სთან, სადაც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას სთავაზობს საზოგადოებას და არ იმჩნევს, რომ მას უმრავლესობა პრეზიდენტად არ თვლის.

„ხალხი ალბათ დაიღალა სალომე ზურაბიშვილის სისულელეებისა და ტუტუცობების მოსმენით, მაგრამ მეორე მხრივ როგორ ან რატომ უნდა გავუტაროთ მართლა არ მესმის. ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას გვთავაზობს, რაც მთავარი თავი პოლიტიკოსად და დიპლომატად მიაჩნია, პრეზიდენტად რომ არ თვლიან ეს კი იცის მაგრამ არ იმჩნევს. ნახეთ რას ამბობს - „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის - დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით.“ პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! თუმცა ყველა ამჩნევს და შესაბამისი რეაქციაც და დამოკიდებულებაც აქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნანობს რომ მას მისცა ხმა არჩევნებზე, ერთს ვიტყვი არავის არ ეგონა თუ ეს ქალბატონი ასეთი უღირსობის მაგალითებსა და „მარგალიტებს“ შესთავაზებდა ხალხს." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი