252
16 ნოემბერი 2023, 22:01
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრას ეხმაურება და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს განიხილავს.
ქართველიშვილის თქმით, საქართველოსთვის სტიგმა "არა რუსულ ჩინეთს" აქტუალურია, მაგრამ საქართველო ისე იმოქმედებს, რომ თავის ინტერესებს ყველა აგენტოკრატისგან დაიცავს.
"აშშ-ისა და ჩინეთის ერთმანეთისთვის ზურგის შექცევა შეუძლებელია, ვინაიდან ერთი მხარე მეორის გადაკეთებას ვერ შეძლებს, ხოლო კონფლიქტი და კონფრონტაცია ორივე მხარეს აუტანელ შედეგებს მოუტანს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.
"ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მაგრამ საქართველოსთვის სტიგმა "არა რუსულ ჩინეთს" შემოგდებულია ჩვენთვის ნაცნობი და ნაცადი "ხვრელებიდან", რასაც ჩვეული შემართებით თავის კუთვნილ ადგილს მივუჩენთ და ქვეყნის ინტერესებს ვერც ერთი აგენტოკრატის ოცნებას ვერ გადავაყოლებთ..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |