დავით ქართველიშვილი: ვინც ქართველების (დამიჯერეთ, ასევე, ოსებისა და აფხაზების დიდი ნაწილის) სანუკვარ ოცნებას დაგვაახლოებს, საქართველოს მეგობარიც იქნება და - სტრატეგიული პარტნიორიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 16 ნოემბერი 2023, 11:20
ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას - ვაშინგტონიდან ტოკიომდე. 

„დანაღმულ ველზე წინსვლის მსგავსად შეგვიძლია ფრთხილად განვსაზღვროთ ის აქცენტები, რომლებმაც უნდა განაპირობონ ქვეყნის განვითარება უახლოეს 5-6 წელიწადში. არც მეტი ვთქვათ, ამ ეტაპზე, არც - ნაკლები;  არც მწვადი დავწვათ, არც - შამფური...

სოხუმის, ცხინვალისა და თბილისის თანაცხოვრება სამივესთვის მისაღებ სამართლებრივ ფორმატში - იყო, არის და იქნება ქვეყნის მოკლევადიან, და არა - გრძელვადიან გეგმებში;

მსოფლიოს ყველა ის გავლენიანი სუბიექტი, ვინც ქართველების (დამიჯერეთ - ასევე, ოსებისა და აფხაზების დიდი ნაწილის) ამ სანუკვარ ოცნებას დაგვაახლოებს, საქართველოს მეგობარიც იქნება და სტრატეგიული პარტნიორიც - ამ კუთხით შესაძლებლობების ფანჯარა ყველას აქვს გახსნილი;

ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში;

ჩვენი ეროვნული მიზნის მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას - ვაშინგტონიდან ტოკიომდე, მაგრამ, ამ გამოყენებას არც ჩვენთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ მოუთმენლობასა და არც სუბიექტურ მიუღებლობას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს;

საქართველოს ორგზის (1783 და 1920 წ.წ.) უკვე ჰქონდა რუსეთთან tet-a-tet მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების წარუმატებელი მცდელობა. გვეყო, აღარ ვიჩქაროთ. ძლიერი და გავლენიანი შუამავლის მონაწილეობით „დავიჯავშნოთ“ ჩვენი წარმატებული მომავალი!

ვისაც საქართველოს ეს პერსპექტივა გაშინებთ - დაგინახეთ! „სტუკა-სტუკა“ - გამოდით! Game over“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი