დიმიტრი ხუნდაძე: საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 8 ნოემბრამდე გამოკითხულთა 55% ხმას აძლევს სახელისუფლებო პარტიას, რაც ნიშნავს იმას, რომ სტატუსის მონიჭებამდეც საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად იყო გარკვეული სიმართლეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 14 ნოემბერი 2023, 19:38
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე GORBI-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევამ ცხადყო, რატომ სურს ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა - ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ გარდა, ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ბარიერს ვერ გადალახავს.

„გორბის“ კვლევა რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ჩატარებულიყო, სახელისუფლებო პარტიას ბევრად უფრო დიდი პროცენტები ექნებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2024 წელსაც მმართველი გუნდი ისევ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 8 ნოემბრამდე გამოკითხულთა 55% ხმას აძლევს სახელისუფლებო პარტიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტატუსის მონიჭებამდეც საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად იყო გარკვეული სიმართლეში და ხედავდნენ, თუ როგორ იბრძოდა ხელისუფლება კანდიდატის სტატუსისთვის და როგორ იბრძოდა ოპოზიცია სტატუსის წინააღმდეგ. საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. „გორბის“ კვლევიდან ჩანს, თუ რატომ სურს ოპოზიციის უმრავლესობას ბარიერის დაწევა, ნაცმოძრაობის გარდა, ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ️არადა, პარლამენტში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ხალხის დამაჯერებელი მხარდაჭერა აქვთ. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ხალხსაც მეტი მოთხოვნის უფლება აქვს. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რათა ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი, გააკეთოს სწორი არჩევანი. თუკი გავითვალისწინებთ არჩევნებამდე დაგეგმილ პოზიტიურ პროცესებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი არჩევანიც აუცილებლად მმართველი გუნდის სასარგებლოდ იქნება“ , - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი