ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე: რა “ლუზერიც” იყო ის დარჩა და სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება ზედგამოჭრილია მასზე- ხანდაზმული თაღლითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 14 ნოემბერი 2023, 12:24
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ხაზარაძე აცხადებს, რომ „ნამდვილად არ მინდა ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე“. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რეაქციონერი “კომსომოლიდან”, შევარდნაძე-გოცირიძის დაფრთიანებული “ცეხავიკობით” გააგრძელა და სააკაშვილის ჯიბის ბანკირად იქცა, სადაც ხან პოლიტიკური დაკვეთებითა და ხანაც პირადი მიზნებით გააკოტრა ბიზნესმენები და ციხის შიშით დაათმობინა კაპიტალი მეწარმეებს, ყვლიფა მოსახლეობა და სახლებიდან გამოყარა ნახევარი საქართველო. „ამას მალე წითელ წიგნში შეიყვანენ, როგორც გადაშენების პირას მყოფი “ლუზერი”… მთელი მისი ბიოგრაფია- რეაქციონერი “კომსომოლიდან”, შევარდნაძე-გოცირიძის დაფრთიანებული “ცეხავიკობით” გააგრძელა და სააკაშვილის ჯიბის ბანკირად იქცა, სადაც ხან პოლიტიკური დაკვეთებითა და ხანაც პირადი მიზნებით გააკოტრა ბიზნესმენები და ციხის შიშით დაათმობინა კაპიტალი მეწარმეებს, ყვლიფა მოსახლეობა და სახლებიდან გამოყარა ნახევარი საქართველო… როდესაც შანსი მიეცა, მართლა საკუთარი უნარებით ეხელმძღვანელა; • რეგიონული მნიშვნელობის პროექტი “ანაკლია”, სადაც სახელმწიფომ ხელი შეუწყო და ყველანაირი პირობა დაუკმაყოფილა- ჩააგდო. • ოპოზიციის ლიდერობა იტვირთა, პარტია შექმნა და “ბეიბისითერადაც” ვერ ივარგა, იხვეწებოდა- ბავშვს მე დავიტოვებო, მაგრამ “ორი ბატი” არავინ ანდო. მოკლედ, რა “ლუზერიც” იყო ის დარჩა და სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება, ზედგამოჭრილია მასზე- ხანდაზმული თაღლითი!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი