266
14 ნოემბერი 2023, 00:01
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ინტერესდება რამდენად დაარღვია საქართველოს პრეზიდენტმა კანონი, როცა როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრეზიდენტის მიმართ გააკეთა განცხადება, რის გამოც პრემიერ-მინისტრს უწევს ბოდიშის მოხდა. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„შეკითხვა მაქვს კვალიფიციურ იურისტებთან. სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია თუ არა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს „პრეზიდენტის" მიერ ჩადენილმა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებამ - ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ცნობილი განცხადების სახით, რომლის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწევს ბოდიშისა და ახსნა-განმარტებების გაკეთება. შეურაცხყო, თუ არა ამ განცხადებამ ჩინეთის პრეზიდენტის ღირსება? წინასწარ დიდი მადლობა სამართლებრივი შეფასებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 333. „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება"
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |