ზაალ ანჯაფარიძე Edison Research-ის კვლევის ჩასწორებულ მონაცემებზე: როდესაც ასეთი მანიპულაციები ხდება, ასეთ კვლევას არცერთი სერიოზული დამკვირვებელი და ანალიტიკოსი სანდოდ არ მიიჩნევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
246 13 ნოემბერი 2023, 12:05

როდესაც ასეთი მანიპულაციები ხდება, ასეთ კვლევას არცერთი სერიოზული დამკვირვებელი და ანალიტიკოსი სანდოდ არ მიიჩნევს, - ასე გამოეხმაურა imedinews-თან საუბარში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ ფაქტს, რომ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, ვინ არის კვლევის დამკვეთი, ამ შემთხვევაში - დაინტერესებული მხარე, მკვეთრად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულა“ და ვიცით, თუ ვინ არის მისი სპონსორი, ეს კიდევ უფრო ამცირებს კვლევისადმი ნდობას. ერთი რამ მინდა კიდევ აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც კი Edison Research-მა ვერ გაბედა ფაქტების ბოლომდე დამახინჯება და გამოჩნდა, რომ მაინც „ქართული ოცნება“ ლიდერობს გამოკითხვებში და ახლა რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და რომც ვენდოთ Edison Research-ის ამ გამოკითხვის შედეგებს, „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით ისევ უმრავლესობას აიღებდა“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ტვ „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ხოლო ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი