ლევან ნიკოლეიშვილი - ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი - ეს ყველაფერი მოხერხდა რადიკალების გამუდმებული საბოტაჟის ფონზე; მოქმედი ხელისუფლება შევა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რამეთუ ყველაზე მეტად დაუახლოვა საქართველო ევროპას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 09 ნოემბერი 2023, 13:40
თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ოპოზიციის პიარ - ნარატივი, თითქოს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტატუსთან ერთად ცრუ ნარატივების ნგრევის რეკომენდაციაც იყო, -  ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით,  ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, მოქმედმა ხელისუფლებამ რადიკალების გამუდმებული საბოტაჟის ფონზე მოიპოვა. 

„თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ოპოზიციის პიარ - ნარატივი, თითქოს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტატუსთან ერთად ცრუ ნარატივების ნგრევის რეკომენდაციაც იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ოპოზიციაში გადაბარგებული რადიკალები მთელი ძალებით ცდილობდნენ, "ქართული ოცნება" რუსულ ძალად გაესაღებინათ. ამ დროს, მოქმედი ხელისუფლება შევა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რამეთუ ყველაზე მეტად დაუახლოვა საქართველო ევროპას. ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი - ეს ყველაფერი მოხერხდა რადიკალების გამუდმებული საბოტაჟის ფონზე. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ღარიბაშვილის და კობახიძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა ძალამ სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ქვეყნის ისტორიაში და თაობებს ეცოდინებათ, ვინ მიიყვანა საქართველო ევროკავშირის კართან.“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი