შალვა პაპუაშვილი: 8 ნოემბერს დაიბადა თანამედროვე საქართველოს განმსაზღვრელი და სულისჩამდგმელი, ილია ჭავჭავაძე. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას თავის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
240 08 ნოემბერი 2023, 00:35

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველთა ევროპული გზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მცველისა და გამგრძელებლის ილია მართალის დაბადების დღეს ჩვენი სამშობლო ღირსეულ პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დღეს ილიას ოცნება, საქართველო სხვა ერთა შორის ღირსეული ეხილა, სინამდვილედ იქცევა.

„1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა თანამედროვე საქართველოს განმსაზღვრელი და სულისჩამდგმელი, ილია ჭავჭავაძე. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას თავის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველთა ევროპული გზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მცველისა და გამგრძელებლის ილია მართალის დაბადების დღეს ჩვენი სამშობლო ღირსეულ პასუხს მიიღებს; ღირსეულსა და დამსახურებულს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი, როგორც უმდიდრესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ერი, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული განსაკუთრებული ფენომენი; უპირველეს ყოვლისა კი, როგორც სახელმწიფო, რომლის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელახალი გააზრება ილიასა და მის დიდებულ თანამედროვეთა დამსახურებაა; თუმცა ილიას ღვაწლი განუზომელია, მისი ამაგი ფასდაუდებელი, თავდადება კი წმინდა სისხლით განმტკიცებული. იმ ქართველ მამულიშვილთა შორის, ვინც ჩვენი თვითმყოფადობისა და თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო, ილია ნიშანსვეტია, რომელმაც ერს დაკარგული სამშობლო დაუბრუნა, თავიდან ჩაუღვარა ქვეყნის სიყვარული გულში თითოეულ ქართველს.

დღეს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს ილიაობას, რადგან სიტყვები აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია - დღეს ხორცს ისხამს. ილიას ოცნება, საქართველო სხვა ერთა შორის ღირსეული ეხილა, სინამდვილედ იქცევა - ჩვენ გვჭირდება ევროპა, ევროპას ვჭირდებით ჩვენ!“ - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი