ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ფაქტი ტრაგიკულია და საშინელი, თუმცა რამდენად შეეცდება ყველა პოლიტიკური მავნებელი თავის სასარგებლოდ ამ ტრაგედიის გამოყენებას ეს უფრო დასაგმობი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 06 ნოემბერი 2023, 21:46

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

„შეთქმულების თეორიების შეიძლება არ გჯეროდეს ადამიანს, მაგრამ როცა რაღაც-რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, ცხადია კითხვები გიჩნდება. უკვე რამდენიმე დღეა, ყველა ვრწმუნდებით იმაში რომ კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მოგვცენ, მიუხედავად აქაური თუ იქაური მავნებლების მცდელობისა რომ არ მიგვეღო ეს „ჯადოსნური“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ასევე ვხედავთ, რომ ჯერ ყველა მავნებელი შეეცადა თავისი წვლილი წარმოეჩინა ამ საქმეში, მერე კი ახალი რამ მოიგონეს თითქოს და აუცილებლად დათქმებითა და ახალი ვალდებულებებით მივიღებდით სტატუსს.

ამ ყველაფრიდან რა გამოუვათ მავნებლებს ჯერ უცნობია (ალბათ არც არაფერი!), მაგრამ...რაღაც საეჭვოდ მაშველ რგოლად ისევ რუსეთი ევლინებათ, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ფაქტი ტრაგიკულია და საშინელი, თუმცა რამდენად შეეცდება ყველა პოლიტიკური მავნებელი თავის სასარგებლოდ ამ ტრაგედიის გამოყენებას ეს უფრო დასაგმობი იქნება”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი