ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილზე: მოახლოვდა არჩევნები და ამ „მაოხრებელმა გზირმა“ „გიჟ-ვაჟკაცას“ იმიჯი მოირგო - სოფო ჯაფარიძე სპასპეტად მოგვივლინა, ბარამიძე - მალემსრბოლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 06 ნოემბერი 2023, 21:36
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს, სადაც ის საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, მიხეილ სააკაშვილი ამ პოსტებით იმიჯის შეცვლასა და საზოგადოების წინაშე სხვა სახით წარდგომას ცდილობს. 

„მუცლის შეზნექით, ლოყების მოჭიმვით, ნეკნების თვლითა და სასამართლო სხდომებზე გულის წასვლის იმიტაციებით რომ არაფერი გამოვიდა, ჩართო გეგმა B - ქედმოუდრეკელი, იალბუზის დამლაშქრავი, დემენციამორჩენილი და ქართველი მანდელა გაცოცხლდა…

მსოფლიო მასშტაბით მილიონები ხარჯა, ნაურუდან ზანზიბარამდე, გიული ალასანია ფულს უხდიდა სააგენტოებს, რომ სააკაშვილის მოწამვლასა და გამოცხადებულ სიკვდილზე ეწერათ…

ახლა, მოახლოვდა არჩევნები და მიხვდა ეს „მაოხრებელი გზირი“, რომ მთელ საქართველოს ფეხზე კიდია ამის სპეკულაციები. 

ჰოდა, „გიჟ-ვაჟკაცას“ იმიჯი უნდა მოირგოს, სოფო ჯაფარიძე სპასპეტად მოგვივლინა, ბარამიძე  მალემსრბოლად, 2024 წელს არჩევნებსაც იგებს და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც თვითონ გაითავისუფლებს…

მოკლედ, ეს რა პრიმატსაც წარმოადგენს, ახალი ამბავი არ არის, თუმცა, ამის მრევლთან ლეგიტიმური კითხვა გებადება:
- „Do you have inside?“…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გვარამია იმასაც გააფუჭებს, რასაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს
დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა
თამთა მეგრელიშვილი: „ლელომ“ ცესკოს მიერ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი და მასში ასახული საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად აღიარა
ლევან კოჭლოშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია
თამარ ჩიბურდანიძე: წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. როგორც იქნა გვეღირსა, სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა
არქივი