290
04 ნოემბერი 2023, 11:27
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარი და დაიწყოს აქტიური მუშაობა.
„მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარი და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |