დავით ქართველიშვილი: ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უნდა წარუდგინონ „გამარჯვების სტრატეგიის" ერთობლივი გეგმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 03 ნოემბერი 2023, 21:53
აშშ-ს კონგრესში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, თუ როგორი რეაგირება ექნება შტატებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. 

 „გუშინ აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელთა ფრაქციის სახელით მოქმედი ადმინისტრაციის მისამართით მოთხოვნები გააჟღერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ გარსიამ. საუბარი შეეხო უკრაინის თემას და მასთან დაკავშირებით ქვეყნის მოქმედების შემდგომ სტრატეგიას. კერძოდ: ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უნდა წარუდგინონ „გამარჯვების სტრატეგიის" ერთობლივი გეგმა, რომელშიც უნდა იყოს ასახული: ზუსტი შეფასებები, საბოლოო მიზნები და ომის დასასრულის კრიტერიუმები და არა განცხადებები, რომ „ჩვენ უკრაინას დავეხმარებით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება"; 

 კონგრესს უნდა წარედგინოს რეგულარული ანგარიში ფრონტზე არსებული წარმატებებისა და შეიარაღების მიწოდების თაობაზე; ქვეყნის პრეზიდენტისა და პენტაგონის შეფისაგან რესპუბლიკელები ითხოვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების თაობაზე განახლებული ინფორმაციის მოსმენას, ასევე მონაცემებს უკვე მიწოდებული შეიარაღების და ასევე იმ იარაღის შესაძლო მიწოდებაზე, რომელსაც შეუძლია გარდატეხა შეიტანოს საბრძოლო მოქმედებებში; ასევე იმ ინფორმაციის მოწოდებას, რა მოხდება, თუკი შეწყდება უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნა და როგორ აისახება ეს პროცესი თვით ამერიკის ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე, ასევე ისრაელისა და ტაივანის მიმართ არსებული ანალოგიური ვალდებულებების გათვალისწინებით; 

 ამერიკის ხაზინამ და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს მოხსენება, თუ რა დონის ზიანი მიადგა რუსეთს საერთაშორისო სანქციების ფონზე და ხომ არ უნდა გაფართოვდეს სასანქციო სია ნავთობისა და მარცვლეულის სახით; რამდენად რეალისტურად მიაჩნია ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი