შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 03 ნოემბერი 2023, 15:36

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული ატაშე, ადილ ბაღიროვი წარუდგინა, რომელიც ახლახან შეუდგა საქართველოში საქმიანობას.

ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამართალდაცვის სფეროში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი