196
01 ნოემბერი 2023, 12:39
სინამდვილეში, სტატუსს საქართველო მიიღებს საგარეო პოლიტიკის სწორი დივერსიფიცირებისთვის. უამრავი ალტერნატივა გაუჩნდა საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური განვითარებისათვის. ადრე, თუ მხოლოდ დასავლეთის კეთილ ნებასა და დოტაციაზე იყო ჩვენი ქვეყანა, რომელიც ერთი პოლუსის სწორებაზე მდგარი, მხოლოდ ანტურაჟს წარმოადგენდა გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში, ახლა საქართველო განსაკუთრებულ აქტორს წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში, რომელიც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, ერთადერთი მშვიდობის კუნძულია ევროპის გარშემო.
ასეა, ვითარება შეიცვალა და ახლა იმაზე მეტად ესაჭიროება ევროპას საქართველო, ვიდრე ჩვენ დასავლეთი, რადგან შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილების გამეორება გაზრდის არა ევროპაზე დამოკიდებულებას, არამედ უპრეცედენტო ანტი-დასავლურ განწყობებს. ასე რომ, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო კი არ მოგვცემენ სტატუსს, არამედ ევროპის გეოპოლიტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე, სადაც საქართველო აზია-ევროპის უსაფრთხო გზაჯვარედინია და ამ გზაჯვარედინის მიღმა დარჩენილი ევროპა, თვითონ აღმოჩნდება კავკასიის პოლიტიკური არქიტექტურიდან სამუდამოდ ამოვარდნილი.
P.S ორბანი რომ ჩამოვიდა და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამდა, ვინმეს დეგუსტატორი ან ფოლკლორისტი ხომ არ გეგონათ?“ - წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |