ზურაბ ქადაგიძე იან კელიზე - არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც კი სააკაშვილს იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკეთებს, თუმცა კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა გააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 31 ოქტომბერი 2023, 12:34
„არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც კი სააკაშვილს პოლიტიკური სარჩულით იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკეთებს, თუმცა, ძალიან კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა გააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ ქადაგიძის განმარტებით, მსგავსი ფაქტები დასავლეთის მიმართ ისედაც მორყეულ ნდობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. „თურმე რატომაა ისტერიაში ჩავარდნილი… ამერიკული ფედერალური აქტის მიხედვით, ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, სააკაშვილის გლახა გამხდარა და გიულის ჯიბეზე „ბრელოკივითაა“ დაკიდებული… არც მანამდე გვეპარებოდა ეჭვი, რომ ყველა გარე აქტორი, ვინც კი სააკაშვილს პოლიტიკური სარჩულით იცავს, ამას ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ აკეთებს, თუმცა ძალიან კარგია, როდესაც საკუთარი კანონმდებლობა გააშკარავებს ლობიზმსა და მიკერძოებულობაში. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ფაქტები დასავლეთის მიმართ ისედაც მორყეულ ნდობას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის და საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს!“ -წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი