ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თავისი „ფეიკმედიებითა“ და მდიდარი NGO სექტორით, 2024 წელს უნდა განიდევნოს პოლიტიკური რეალობიდან - ასეთი შანსი 2012 წელს არ ყოფილა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 31 ოქტომბერი 2023, 06:57
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში 2024 წლის არჩევნების მთავარი გამოწვევის შესახებ წერს. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე განმარტავს, არჩევნებისთვის რადიკალურ ოპოზიციას „გლობალური ომის პარტია“ გაორმაგებულად დააფინანსებს, რათა ქვეყანაში სასურველ არეულობას მიაღწიოს, თუმცა, ამომრჩეველმა რადიკალები საბოლოოდ უნდა მოიშოროს პოლიტიკური ველიდან.

  „დეკემბერში სტატუსის საკითხი გაირკვევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში, აბსოლუტურად განულდება ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი.

შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ 2024 წლის არჩევნებზე არათუ სერიოზული შედეგი დადონ, არამედ - ბარიერი გადალახონ.

აქედან გამომდინარე, მოუწევთ დიდი გადაწყობა და რაიმე ადეკვატური ფორმაციის მიღწევა, რომ ეგზისტენციალური საკითხი მაინც მოაგვარონ.

ერთადერთი საფრთხე, რომელიც 2024 წელს დარჩება - „გლობალური ომის პარტიის“ დოტაციაზე მყოფი, მდიდარი NGO-სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედიაა, რომელთაც გაორმაგებული შავი ფულითა და კოლოსალური მატერიალური რესურსით დააფინანსებენ სოროსი, მსოფლიო კონგლომერატები და მსოფლიო პოლიტკონიუნქტურის შემოქმედნი.

„ფეიკმედია“, რომელიც წარმოდგენილია დღევანდელი კვაზი-ჟურნალისტიზმის სახით და, სინამდვილეში, მხოლოდ რადიკალიზმს, სიცრუესა და პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება, უნდა განეიტრალდეს ქართული საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობითა და სიმართლის პროპაგანდირებით;

ხოლო, NGO სექტორს, რომელიც წარმოადგენს ექსტრემიზმისა და სამოქალაქო დაპირისპირების მთავარ ხელისშემწყობს ქართულ რეალობაში, გაანეიტრალებს ერთადერთი გადაწყვეტილება - პოლიტიკურმა კლასმა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე და ათვითცნობიერებს ვალდებულებას, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა ჯანსაღი პოლიტიკური მომავალია, ყველანაირი კონტაქტი, კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს ზემოხსენებულ ორგანიზაციებთან. 

უფრო მეტიც, მაქსიმალურ ლუსტრაციასა და პროცესების სტერილიზაციას შეუწყოს ხელი, რათა ამ მდიდარმა NGO სექტორმა დაიმკვიდროს სამართლიანი ადგილი ქართული საზოგადოების მიღმა, როგორც განულებულმა, რეპუტაცია შელახულმა, ანტისახელმწიფოებრივმა წარმონაქმნმა.

პოლიტიკოსი, რომელიც ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს, ავტომატურად უნდა მიიდევნოს რადიკალების კვალდაკვალ.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი „ფეიკმედიებითა“ და მდიდარი NGO სექტორით, რომელიც ექსტრემიზმის წყაროა საქართველოში, 2024 წელს უნდა განიდევნოს პოლიტიკური რეალობიდან, თორემ კვლავ იმავე, ჩაკეტილ წრეზე მოგვიწევს სიარული, როგორც - აქამდე.

ასეთი შანსი 2012 წელს არ ყოფილა!“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი