გიორგი ზერეკიძე: ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია - სააკაშვილი მადლობას უხდის გრიგორიადის, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე, 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 30 ოქტომბერი 2023, 17:38

ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია - სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა,  -  ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ზერეკიძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს მადლობა გადაუხადა. 
ზერეკიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი ახალგაზრდის ცხოვრება მხოლოდ იმიტომ დაინგრა, რომ ისინი განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდნენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

„ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია - სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადის, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა. 
უამრავ ახალგაზრდას ცხოვრება დაუნგრია მხოლოდ იმისთვის რომ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავდნენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სტუდენტებს, რომლებიც ნაცმოძრაობის რეჟიმის გაპრავებაში არ იყვნენ ჩართული დევნინენ და მომავალს უსპობდნენ.
აღარაფერს ვამბობ იმ უდანაშაულო ახალგაზრდებზე, რომლებიც მისმა რეჟიმმა წამებით მოკლა…“ - წერს ზერეკიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი