ედიშერ გვენეტაძე: მეხუთე კოლონის წარმომადგენლებო, გაემგზავრეთ საპროტესტოდ უკრაინაში, სადაც თქვენი სულიერი და შესაძლებელია ბიოლოგიური ძმაც, არახამია, ინიციირებას უკეთებს სინამდვილეში ამერიკულ, თქვენი თქმით კი რუსულ კანონს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 27 ოქტომბერი 2023, 11:24

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ყველა ის პირი, ვინც საქართველოში, მარტის აქციების დროს, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებდა, უკრაინაში უნდა გაემგზავროს ამავე კანონის გასაპროტესტებლად.

„აბა გამობრძანდით დემოკრატიისათვის მებრძოლო ინტელიგენწებო, GENZ-ებო, პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილნო, არასამთავრობოებო, ე.წ. ხელოვანებო, ე.წ. მწერლებო, ჭიჭე ვაშაძის მეთაურობით ე.წ. ოპოზიციონერებო!

სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებო!

აი ისინი, რომლებიც 7-8 მარტს ხმის ბოლო ჩახლეჩამდე ბღაოდით: „არა რუსულ კანონს“!

მხარს უჭერდით და მონაწილეობდით საქართველოს სახელმწიფოს სამართალდამცავების ცოცხლად დაწვაში, პარლამენტზე შეტევის მიტანაში, რუსთაველის გაპარტახებასა და ქაშვეთის წაბილწვაში!

გრიგორიადისის და მათი მაგვარების გმირებად გამოცხადებაში!

დაეწყვეთ სიმაღლის მიხედვით!

გაითვალეთ ლიაკა ხოშტარიას წკრიალა ხმაზე-რას, დვა, ტრი...

და გაემგზავრეთ საპროტესტოდ უკრაინაში! სადაც თქვენი სულიერი და შესაძლებელია ბიოლოგიური ძმაც არახამია ინიციირებას უკეთებს სინამდვილეში ამერიკულ, თქვენი თქმით კი რუსულ კანონს!

ჰო, ჰო, ჰო გამოდით მოლოტოვის კოქტეილებით ხელში!

რას უცდით?

დრო არ ითმენს!

გლობალური ომის პარტია გიხმობთ - „დემოკრატიაა გადასარჩენი“!

ვაი, რა მალე დაენარცხეთ მიწაზე!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი