თურმე ზელენსკის კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ე.წ. რუსული, FARA-ს კანონი დასაშვებია, ხოლო დემოკრატიულ საქართველოში, სადაც რადიკალების ფსევდო-არასამთავრობოები მთავრობის დამხობაზე მუშაობენ, არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 27 ოქტომბერი 2023, 10:23

ორმაგი სტანდარტის (თვით) გამოვლენა იმდენად ადვილი და სწრაფი გახდა, რომ აწი ფარისეველთა ნოტაციებს ჩალის ფასიც არ აქვს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, კრემლსაც კი არ დაესიზმრება ანტიდასავლური განწყობების საქართველოში იმგვარი გაღვივება, როგორსაც თავად ცალკეული დასავლელი აქტორები აკეთებენ ამას.

„ორმაგი სტანდარტის (თვით) გამოვლენა იმდენად ადვილი და სწრაფი გახდა, რომ აწი ფარისეველთა ნოტაციებს ჩალის ფასიც არ აქვს. თურმე ზელენსკის კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ე.წ. რუსული, FARA-ს კანონი დასაშვებია, ხოლო დემოკრატიულ საქართველოში, სადაც რადიკალების ფსევდო-არასამთავრობოები მთავრობის დამხობაზე მუშაობენ, არა.
კრემლსაც კი არ დაესიზმრება ანტიდასავლური განწყობების საქართველოში იმგვარი გაღვივება, როგორსაც თავად ცალკეული დასავლელი აქტორები აკეთებენ ამას.

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.

„ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - დაწერა დავით არახამიამ სოციალურ ქსელში.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი