280
26 ოქტომბერი 2023, 13:33
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმს ეხმაურება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ მშვიდობის კუნძულს რეგიონში და მის მიმართ ყოველდღე იზრდება ინტერესი დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის მხრიდან, როგორც ყველაზე სანდო და საიმედო პარტნიორის მიმართ.
„მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი „აბრეშუმის გზის” ფორუმს მართავს და საქართველოს განსაკუთრებულ როლზე საუბრობს, როგორც კავკასიის ყველაზე საიმედო და მშვიდობიან გზაჯვარედინზე, რომელსაც გეოპოლიტიკურ უპირატესობასთან ერთად, კავკასიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის განმსაზღვრელი მისია ეკისრება და ყველაზე მთავარი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობასა და ეკონომიკის დივერსიფიცირებაში შეუძლია ლომის წვლილის შეტანა…
მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი აფეთქების ზღვარზეა, რუსეთ-უკრაინის ომს დასასრული არ უჩანს, ხოლო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი ჯერ კიდევ არ განელებულა, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ მშვიდობის კუნძულს რეგიონში და ჩვენ მიმართ ყოველ დღე იზრდება ინტერესი დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის მხრიდან, როგორც ყველაზე სანდო და საიმედო პარტნიორის მიმართ.
ასეთი შანსი სახელმწიფოს, საუკუნეში ერთხელ ეძლევა ხოლმე და ნამდვილად წყალობაა ასეთ დროს, რაციონალურად მოაზროვნე ხელისუფალი და მისი წარმოებული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა…“, - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |