თამარ ჩერგოლეიშვილი-ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ ხერხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
229 24 ოქტომბერი 2023, 21:54
“თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის - დავით კეზერაშვილის ბრალი”- ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით  სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება. 



მისივე განცხადებით, თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს.





“ევროკავშირის, ამერიკის და მთლიანად დასავლეთის გინებაში თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის - დავით კეზერაშვილის ბრალი. 

მათ ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით  სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება. 

შლეგი ბელადის და ალიექსპრესის ოლიგარქის მოზელილ დიმპიტაურში სატრანზიტო დერეფანიც დაკარგონ, არ უნდათ. 

აი ეს იქნება დასავლეთის გინებისთვის სტატუსით დაჯილდოვების რეალური ახსნა - რამდენი ფორმალური ახსნაც არ უნდა მოვისმინოთ.

თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს.” წერს ჩერგოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი